დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოწოდებები პრევენციულ ღონისძიებებზე, პირბადის ტარებასა და დისტანციაზე მისი ნოუ ჰაუ არ არის. ამის დასამტკიცებლად, მან ბრიფინგზე ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ-ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის რეკომენდაციების სია მიიტანა.
„ვიცი ახლა გულში ამბობთ, რომ რას გვეუბნება, რა ზღაპრებს გვიყვება, ეს ყველაფერი ხომ ვიცით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თუ ყველა ამ 5... ეს არ არის ახალი ველოსიპედი, რასაც ჩვენი დიდად პატივსაცემი ადამიანი გვეუბნება არა, ამას ვიმეორებთ ჩვენც და ეს არის საერთაშორისო გამოცდილება, რომ პირბადე დღეს არის ნომერ პირველი დაცვის საშუალება", - განაცხადა გამყრელიძემ.