Microsoft-ი 2021 წელს ახალი იდეების განხორციელებას გეგმავს. კომპანია ე.წ ჩეთბოტის შექმნას აპირებს, რომელიც გარდაცვლილ ადამიანებს ვირტუალურად გააცოცხლებს.
ამ უჩვეულო სიახლის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს პატენტების და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO) ვებგვერდზე აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Tech Times-ი წერს. გამოცემის თანახმად, მოპოვებულ დოკუმენტებში, კომპანია Microsoft-ს სპეციალური ჩატ-ბოტის შექმნა სურს, რომელსაც კონკრეტული ადამიანის პიროვნული თვისებები ექნება. მისი ფორმირება სოციალური ქსელების მონაცემების საფუძველზე მოხდება, რომლებიც მოიცავს ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, პოსტებს და პირად შეტყობინებებს მესენჯერში. დოკუმენტებში ნახსენებია სიტყვა „სწავლება“, რაც სავარაუდოდ, ნეირონული ქსელების გამოყენებას გულისხმობს.