ლესტერის უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის სტატისტიკის ბიუროს ერთობლივი კვლევის თანახმად, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ბრიტანული საავადმყოფოებიდან გაწერილი კოვიდ პაციენტების 30%, 5 თვის განმავლობაში, კვლავ საავადმყოფოებში ბრუნდებიან.
მკვლევრებმა 47780 ყოფილი კოვიდ პაციენტისგან შემდგარი ჯგუფი შეისწავლეს. 140 დღის განმავლობაში საავადმყოფოებში უკან დაბრუნებულების ზუსტი წილი, 29,4% იყო. იმ პაციენტების 12,3%-ი, რომელთაც მწვავედ გადაიტანეს ვირუსი და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გარდაიცვალა. ბევრ მათგანს განუვითარდა ან გაუმწვავდა გულის დაავადებები, დიაბეტი, თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობა.
ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკაში უფრო მეტი შემთხვევა უნდა შევიდეს. დღეისთვის ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეულ გარდაცვალებად მიიჩნევა სიკვდილი რომელიც, დიაგნოზის დასმიდან 28 დღის განმავლობაში დადგა.
მეცნიერები, ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მოუწოდებენ ყურადარებით დააკვირდნენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას.