პერუში, ჩინჩას და პისკოს პროვინციების სააპელაციო სასამართლომ კორონავირუსის პანდემიის „შექმნაში“ Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, ბანკირი ჯორჯ სოროსი და როკფელერების ოჯახის წევრები დაადანაშაულა.
ამის შესახებ სასამართლოს დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გამოქვეყნა.
დადგენილებაში ლაპარაკია კონსპიროლოგიურ თეორიაზე, რომლის მიხედვითაც კოვიდპანდემია „ახალი მსოფლიო წესრიგის ავტორებმა“ შექმნეს.