შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვის მიმართულებით მოძრავმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ, დიდთოვლობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და სოფლის გზაზე გაჩერდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, სოფელში პაციენტის დასახმარებლად დროულად მისასვლელად, სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვა.