13 იანვარს, ჩინეთის ქალაქ ჩენდუნში მეცნიერებმა ახალი ჩქაროსნული მატარებლის პროტოტიპი წარადგინეს. პროექტზე ჯიაოტუნის უნივერსიტეტი მუშაობს. მათი განცხადებით მატარებელს შეეძლება 620 კმ/საათი სიჩქარის განვითარება.
მატარებელი მოძრაობისთვის მაღალტემპერატურულ სუპერგამტარ ტექნოლოგიას იყენებს, რომლის დახმარებითაც ის ლიანდაგის ზედაპირს არ შეეხება და მაგნიტური ძალის მეშვეობით გადაადგილდება.
იმავე დღეს, სპეციალურად ახალი ტექნოლოგიის შესამოწმებლად, მოეწყო 165 მეტრი სიგრძის სარკინიგზო ხაზი.
პროექტის ღირებულება 60 მილიონი იუანია. პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება. ინჟინრები სამომავლოდ გეგმავენ, მატარებლის სისწრაფე 800 კილომეტრ საათამდე გაზარდონ.