Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო-ჩართვას ავრცელებს, სადაც დეპრესიასა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.
“დეპრესია ყოველთვის არ არის დეპრესია. ზოგჯერ მის მიღმა არის რაღაც დაავადება, რაღაც პათოლოგია და პაციენტმა არ იცის, რომ სწორედ ის არის დეპრესიის მიზეზი. რეალობაში გუნება-განწყობის დაქვეითება, უძილობა ან პირიქით, ძილიანობა, მეხსიერების მოშლა, განწყობის არარსებობა, უინტერესობა და დაღლილობა, შედეგი არის არა დეპრესიის, არამედ იმ რაღაცების, რასაც ახლა მე ჩამოვთვლი და კარგად დაიმახსოვრეთ თითოეული ეს ფაქტორი, დამიჯერეთ ბევრს მოიგებთ.